logo
ENG



გიდი: მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს პროგრამის "იმუშავე საქართველოდან" ბენეფიციარი

14 თებ 202111:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/14/7td48hkh0u2cu4s.png

გიდი ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, რომ მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან მიაბრუნეს თურქეთიდან ჩამოფრენილი რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, მათ შორის PCR ტესტის პასუხი. 

გიორგიძის თქმით, ამ ადამიანებს შორის ერთ-ერთი მისი სტუმარი იყო, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო პროგრამის, "იმუშავე საქართველოდან" ფარგლებში უნდა ემუშავა. 

გიდი ამბობს, რომ სტუმარი ყაზახეთის მოქალაქე და თურქეთის რეზიდენტია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და ქვეყნიდან, რიგი საკითხების მოსაგვარებლად, დროებით იყო გასული. 

ვიზიტორმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, BM.GE-ს უთხრა

"თვითონაც არ დაუსვამთ არანაირი კითხვები. 2-საათიანი ლოდინის შემდეგ ანკეტაში გამობრუნების მიზეზის ადგილას „სხვა“ (other) მონიშნეს და მითხრეს, რომ მიზეზის გასაგებად თურქეთში საქართველოს საელჩოსთვის მიმემართა. ჩემთან ერთად იმავე რეისით კიდევ 4 ადამიანი გამოაბრუნეს, მათგან ერთი ბიზნესმენი იყო და როგორც თავად მითხრა, ასევე, თურქეთის რეზიდენტია და საქართველოში რამდენიმე კომპანიას ფლობს".

"2-3 საათი ალოდინეს და გააბრუნეს თვითმფრინავში, მეტიც, ბარგიც თბილისში დარჩა. ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს წესი ან არ აქვთ განმარტებული მესაზღვრეებს, ან ისინი წყვეტენ ინდივიდუალურად და არის ქაოსი. მივმართავ ხელისუფლებას, მოაგვარეთ ეს საკითხი". - ამბობს ალექსანდრე გიორგიძე. 

პროექტი იმუშავე საქართველოდან საქართველოს მთავრობამ 2020 წლის აგვისტოში აამოქმედა. პროგრამის მიხედვით, 95 ქვეყნის მოქალაქეს, საერთაშორისო კომპანიებში მომუშავე ადამიანებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აქვს. მაშინ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ "პროგრამით მოსარგებლე ადამიანებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში შეეძლებათ საქართველოდან საკუთარი პროფესიული მოვალეობის კომფორტულად შესრულება". ამასთან, დისტანციურად მომუშავე ადამიანის ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 2000$ უნდა იყოს. 

ასევე, ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი, ხოლო 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება), სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ვალიდურია არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხ


close დახურვა